თბილისის საკრებულოს სხდომას „ნაციონალური მოძრაობა“ პროტესტის ნიშნად არ დაესწრება
თბილისის საკრებულოს სხდომას „ნაციონალური მოძრაობა“ პროტესტის ნიშნად არ დაესწრება

ძველი შემადგენლობით საკრებულოს ბოლო სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან, – ამის შესახებ ენმ-ის წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. ენმ-ის გადაწყვეტილება უკავშირდება გიორგი ონიანის განაჩენს. მისი თქმით, გიორგი ონიანის სახით ხელისუფლებას კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს.

„სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით ხელისუფლებას კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს. ამიტომ ჩვენ საკრებულოს ბოლო სხდომას პროტესტის ნიშნად არ დავესწრებით“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ ონიანი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.

ბრალდებულებულებიდან მხოლოდ გიორგი ონიანი დააკავეს, ვინაიდან ის ოპოზიციის აქტიური წევრი იყო. ხელისუფლების ერთადერთი მიზანია პოლიტიკური ტერორი და ეს საქმე ამის თვალსაჩინო მაგალითია. არავინ დაშინდება ამ გადაწყვეტილებით და ბრძოლა გაგრძელდება“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ადვოკატ გიორგი ონიანს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს.