„ევროპული საქართველო“ - გიორგი ონიანი პოლიტიკური პატიმარია
„ევროპული საქართველო“ - გიორგი ონიანი პოლიტიკური პატიმარია

„ევროპული საქართველო“ გიორგი ონიანის დაკავების ფაქტს არაკანონიერს უწოდებს. ოთარ კახიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო და საქმე შერჩევითი სამართლის პრინციპით გადაწყდა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო, რადგან საჩივრის ავტორი ყოფილი პრემიერმინისტრის შვილის, ბერა ივანიშვილის, მეგობარია.

„ჩვენ გვყავს მორიგი პოლიტიკური პატიმარი, ამჯერად, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ და „ევროპული საქართველო“ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გოგა ონიანი გათავისუფლდეს. ამისთვის ჩვენ ვიმუშავებთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გაიზარდოს წნეხი და ზეწოლა ხელისუფლებაზე“, – განაცხადა კახიძემ.

ადვოკატ გიორგი ონიანს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს.