პარტია „საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება

18:54, 21.07.2023

პარტია „საქართველოსთვის“ 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება.

ამის შესახებ აღნიშნულია პარტიის მიერ გამოქვეყნებულ ინფომაციაში.

„ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი!“ – აღნიშნულია პარტიის ინფორმაციაში.

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა გაერთიანება შექმნან.

მსგავსი