პარტია „საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება
პარტია „საქართველოსთვის“ 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება.
ამის შესახებ აღნიშნულია პარტიის მიერ გამოქვეყნებულ ინფომაციაში.
„ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი!“ – აღნიშნულია პარტიის ინფორმაციაში.
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა გაერთიანება შექმნან.