ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია, ამავე კლუბის თანამფლობელი თემურ დათიკაშვილი და მსაჯი ზაზა მაჩალაძე, რომლებმაც პოზიცია შეცვალეს და ბრალი აღიარეს, ექვსთვიან პატიმრობას, 1-წლიან პირობით მსჯავრს და 5 ათას ლარიან ჯარიმას დათანხმდნენ.
რაც შეეხება დარჩენილ ორ ბრალდებულს, ძმებ ირაკლი და დავით ბერიშვილებს, მათ 2-წლიანი პირობითი მსჯავრი და 5 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე, აღნიშნული ხუთი პირი 2017 წლის დეკემბერში დააკავეს.