ძლიერი სეტყვა და წვიმა თელავში - დატბორილია მრავალსართულიანი კორპუსების ეზოები
თელავში ძლიერი სეტყვისა და წვიმის შედეგად მრავალსართულიანი კორპუსების ეზოები დაიტბორა. ამასთან, როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, გზებზე შეფერხებული იყო ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ძლიერი სეტყვისა და წვიმის შედეგად საავტომობილო გზებზე ქვა-ღორღი და ნაშალი მასალა გადმოვიდა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ქისტაურსა და ახშანში სეტყვამ მთლიანად გაანადგურა ვენახები, ხეხილის ბაღები და სასოფლო-სამეურნეო კულტურები.