უამინდობის გამო, თელავიდან საგანგებო სიტუაციების სამსახურში 101 შეტყობინება შევიდა
უამინდობის გამო, თელავიდან საგანგებო სიტუაციების სამსახურში 101 შეტყობინება შევიდა

ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, თელავიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 19:00-დან 24:00 საათამდე 101 შეტყობინება შევიდა. უწყების ცნობით, ამ წუთებში, სამაშველო სამსახური 11 მისამართზე აწარმოებს წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს.

„უხვი ნალექისა და სეტყვის გამო, გამოძახებები დაფიქსირდა თელავისა და მისი მიმდებარე სოფლებიდან: ვარდისუბანი, კურდღელაური, შალაური, კისისხევი.

დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები. რამდენიმე ადგილზე ძლიერმა სეტყვამ ხეებისა და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გამოიწვია“, – აცხადებენ უწყებაში.

ქალაქში მობილიზებულია 80 მეხანძრე-მაშველი.