გიორგი გახარია თელავში სტიქიის შემდეგ არსებული მდგომარეობის გასაცნობად გაემგზავრა
გიორგი გახარია თელავში სტიქიის შემდეგ არსებული მდგომარეობის გასაცნობად გაემგზავრა

საქართველოს შს მინისტრი გიორგი გახარია თელავში მიემგზავრება, რათა სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნოს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ​ამ დროისთვის აღარ წვიმს, წყლის დონემ იკლო – მიმდინარეობს გზების გაწმენდისა და საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.

​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თელავიდან და ახმეტიდან 51 შეტყობინებაა შესული.

„ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის, ადგილობრივი ხელისუფლების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები.

ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ორივე მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები. პრობლემები შეექმნა ავტომანქანების გადაადგილებასაც.

​ძლიერი ნალექისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ უწყებაში.

რამდენიმე საათის წინ მოსულმა ძლიერმა სეტყვამ თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა.