ძლიერი სეტყვა და წვიმა თელავში – დატბორილია მრავალსართულიანი კორპუსების ეზოები

19:52, 18.08.2018

თელავში ძლიერი სეტყვისა და წვიმის შედეგად მრავალსართულიანი კორპუსების ეზოები დაიტბორა. ამასთან, როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, გზებზე შეფერხებული იყო ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ძლიერი სეტყვისა და წვიმის შედეგად საავტომობილო გზებზე ქვა-ღორღი და ნაშალი მასალა გადმოვიდა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ქისტაურსა და ახშანში სეტყვამ მთლიანად გაანადგურა ვენახები, ხეხილის ბაღები და სასოფლო-სამეურნეო კულტურები.

 

მსგავსი