ძლიერმა სეტყვამ თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა

19:07, 18.08.2018

ძლიერმა სეტყვამ თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ქისტაურსა და ახშანში სეტყვამ მთლიანად გაანადგურა ვენახები, ხეხილის ბაღები და სასოფლო-სამეურნეო კულტურები.

როგორც ახმეტის მერმა, სოსო ქარუმაშვილმა  პირველ არხს განუცხადა, სეტყვამ ქალაქ ახმეტას, ასევე სოფლებს – მატანსა და ქისტაურს გადაუარა.

„ყველაზე დიდი ზარალი სოფელ ქისტაურს მიადგა, ახლა მივდივარ, რომ სტიქიის ადგილზე ვნახო, რა სიტუაციაა“, – განაცხადა მერმა.

ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ზიანი მიაყენა თელავის მუნიციპალიტეტსაც. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, თელავში საავტომობილო გზებზე წყლის დიდი ნიაღვარია. ზოგიერთ ადგილას ძლიერმა წვიმამ გზებზე ქვა-ღორღი და ნაშალი მასალა ჩამოიტანა.

მსგავსი