ძლიერმა სეტყვამ თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა
ძლიერმა სეტყვამ თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ქისტაურსა და ახშანში სეტყვამ მთლიანად გაანადგურა ვენახები, ხეხილის ბაღები და სასოფლო-სამეურნეო კულტურები.
როგორც ახმეტის მერმა, სოსო ქარუმაშვილმა პირველ არხს განუცხადა, სეტყვამ ქალაქ ახმეტას, ასევე სოფლებს – მატანსა და ქისტაურს გადაუარა.
„ყველაზე დიდი ზარალი სოფელ ქისტაურს მიადგა, ახლა მივდივარ, რომ სტიქიის ადგილზე ვნახო, რა სიტუაციაა“, – განაცხადა მერმა.
ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ზიანი მიაყენა თელავის მუნიციპალიტეტსაც. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, თელავში საავტომობილო გზებზე წყლის დიდი ნიაღვარია. ზოგიერთ ადგილას ძლიერმა წვიმამ გზებზე ქვა-ღორღი და ნაშალი მასალა ჩამოიტანა.