ვიდეო - პატრულმა მანქანიდან გამოიყვანა მძღოლი, რომელიც ნიაღვრის გამო გადმოსვლას ვერ ახერხებდა

შსს-ში შევიდა შეტყობინება, რომ კახეთის რეგიონში ძლიერი წვიმის გამო, მოქალაქე ავტომანქანიდან გადასვლას ვერ ახერხებდა.

გზაზე წყლის ნიაღვარი მოდიოდა და მანქანის კარის გახსნა შეუძლებელი იყო.

შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო ეკიპაჟმა მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.