დუშეთის რაიონის გამგებელი აცხადებს, რომ ხადას ხეობაში სამაშველო სამსახური მთლიანად არის მობილიზებული
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის, ზურაბ სეხნიაშვილის განცხადებით, ხადას ხეობაში სამაშველო სამსახური მთლიანად არის მობილიზებული, რამდენიმე მონაკვეთზე კი ტურისტებისთვის მოძრაობა შეიზღუდა.
„ოჯახის ჩანჩქერზე წასვლის შემდეგ ახლობლებთან სატელეფონო კავშირი შეწყდა. 112-ში ახლობელმა დარეკა და იმ წუთიდან დაიწყო სამძებრო სამაშველო ოპერაციები. ადგილზე 30-მდე მაშველი იმყოფება. სამძებრო სამუშაოების გამო, ტურისტებისთვის შეიზღუდა მოძრაობა და ჯერჯერობით არ ვიცით როდის შეძლებენ თავისუფლად გადაადგილებას”,-განცხადა ზურაბ სეხნიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ხადას ხეობაში ოთხი წლის ბავშვის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 ივლისს 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. ბავშვის მშობლები, საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ცოლ-ქმარი დაღუპულები იპოვეს, ბავშვის პოვნა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.