დუშეთის რაიონის გამგებელი აცხადებს, რომ ხადას ხეობაში სამაშველო სამსახური მთლიანად არის მობილიზებული

15:24, 08.07.2018

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის, ზურაბ სეხნიაშვილის განცხადებით, ხადას ხეობაში სამაშველო სამსახური მთლიანად არის მობილიზებული, რამდენიმე მონაკვეთზე კი ტურისტებისთვის მოძრაობა შეიზღუდა.

„ოჯახის ჩანჩქერზე წასვლის შემდეგ ახლობლებთან სატელეფონო კავშირი შეწყდა.  112-ში ახლობელმა დარეკა და იმ წუთიდან დაიწყო სამძებრო სამაშველო ოპერაციები. ადგილზე 30-მდე მაშველი იმყოფება. სამძებრო სამუშაოების გამო, ტურისტებისთვის შეიზღუდა მოძრაობა და ჯერჯერობით არ ვიცით როდის შეძლებენ თავისუფლად გადაადგილებას”,-განცხადა ზურაბ სეხნიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ხადას ხეობაში ოთხი წლის ბავშვის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 ივლისს 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. ბავშვის მშობლები, საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ცოლ-ქმარი დაღუპულები იპოვეს, ბავშვის პოვნა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მსგავსი