ხადას ხეობაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურის წინასასამართლო პროცესი დასრულდა
ხადას ხეობაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურის წინასასამართლო პროცესი დასრულდა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ხადას ხეობაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურის წინასასამართლო პროცესი დასრულდა.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობები მოისმინა. პროკურატურამ საქმეში მოწმეთა ჩვენებებისა და ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების დართვა მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე ვერ მოესწრო დაცვის მხარის შუამდგომლობათა განხილვა.

მომავალი პროცესი 22 ნოემბერს 13:00 საათზე გაიმართება.