ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ერთი სპეცრაზმელია დაჭრილი.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, დაჭრილი სპეცრაზმელი ე.წ. ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინგოროყვას კლინიკაში კომენტარს არ აკეთებენ.
ინგოროყვას კლინიკასთან იმყოფებიან ძალოვანი უწყების და სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენლები.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გვიან ღამიდან ამ დრომდე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციას მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევს.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს.
სუს-ის ცნობით, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
სუს-ში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.