დონალდ ტუსკი - აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის გეოპოლიტიკური სილამაზის კონკურსი რუსეთსა და ევროკავშირს შორის
აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის გეოპოლიტიკური სილამაზის კონკურსი რუსეთსა და ევროკავშირს შორის, – ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასრულების შემდეგ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რა გზავნილს უგზავნის სამიტი რუსეთს.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ეს არ არის გეოპოლიტიკური სილამაზის კონკურსი რუსეთსა და ევროკავშირს შორის. ეს არის პარტნიორობა სუვერენულ ქვეყნებს შორის. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი ცხოვრების პირველი ნაწილი საბჭოთა კავშირში გავატარე, მეორე ნაწილი თავისუფალ მსოფლიოში, დასავლეთში. ეს რომ სილამაზის კონკურსი ყოფილიყო, არც დავფიქრდებოდი, რა ამერჩია“, – განაცხადა დონალდ ტუსკიმ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი 2019 წელს გაიმართება.