დონალდ ტრამპი ლონდონის ტერაქტზე - ეს ცხოველები შეშლილები არიან, მათ მკაცრად უნდა გავუსწორდეთ
დონალდ ტრამპი ლონდონის ტერაქტზე - ეს ცხოველები შეშლილები არიან, მათ მკაცრად უნდა გავუსწორდეთ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  ლონდონში მომხდარ ტერორისტულ აქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„კიდევ ერთი ტერორისტული აქტი ლონდონში. ეს ცხოველები არიან შეშლილები და მათ მკაცრად უნდა გავუსწორდეთ“,- წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიკრობლოგ Twitter- ზე .

ლონდონში დღეს, ადგილობრივი დროით 7:37 სთ-ზე  20 წლის ახალგაზრდა პარლამენტის შენობასთან ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ლონდონის პოლიცია მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს.