დღეს თეთრ სახლში იენს სტოლტენბერგი დონალდ ტრამპს შეხვდება

13:43, 02.04.2019

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დღეს, თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.

ნატო-ს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ლიდერები ორგანიზაციის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს დახურულ ფორმატში შეხვდებიან, ხოლო შემდეგ გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებიც გაიმართება.

მსგავსი