დონალდ ტრამპი ლონდონის ტერაქტზე – ეს ცხოველები შეშლილები არიან, მათ მკაცრად უნდა გავუსწორდეთ

16:54, 14.08.2018

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  ლონდონში მომხდარ ტერორისტულ აქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„კიდევ ერთი ტერორისტული აქტი ლონდონში. ეს ცხოველები არიან შეშლილები და მათ მკაცრად უნდა გავუსწორდეთ“,- წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიკრობლოგ Twitter- ზე .

ლონდონში დღეს, ადგილობრივი დროით 7:37 სთ-ზე  20 წლის ახალგაზრდა პარლამენტის შენობასთან ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ლონდონის პოლიცია მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს.

მსგავსი