დონალდ ტრამპი კორონავირუსის გამო აშშ-ში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს
დონალდ ტრამპი კორონავირუსის გამო აშშ-ში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

ამასთან, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ დღეს ადგილობრივი დროით 03:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მთავრობას საშუალება მისცემს, კოორნავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად დამატებითი თანხები გამოყოს.

აშშ-ში ბოლო მონაცემებით, კორნავირუსით 41 ადამიაანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვი 1700-სს უახლოვდება.

კორონავირუსი გამოვლენილია 47 შტატში.

კორონავირუსის გავრცელების გამო, ამერიკის ხუთ შტატში დაიხურა სკოლები.

ეს შტატებია: მერილენდი, ოჰაიო, კენტუკი, ნიუ მექსიკო და მიჩიგანი.

ქალაქ ნიუ იორკში კი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.