დონალდ ტრამპი კორონავირუსის გამო აშშ-ში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
ამასთან, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ დღეს ადგილობრივი დროით 03:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მთავრობას საშუალება მისცემს, კოორნავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად დამატებითი თანხები გამოყოს.
აშშ-ში ბოლო მონაცემებით, კორნავირუსით 41 ადამიაანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვი 1700-სს უახლოვდება.
კორონავირუსი გამოვლენილია 47 შტატში.
კორონავირუსის გავრცელების გამო, ამერიკის ხუთ შტატში დაიხურა სკოლები.
ეს შტატებია: მერილენდი, ოჰაიო, კენტუკი, ნიუ მექსიკო და მიჩიგანი.
ქალაქ ნიუ იორკში კი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.