დონალდ ტრამპი - აშშ-მა ჩინეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა
დონალდ ტრამპი - აშშ-მა ჩინეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

„ვირუსთან დაკავშირებით მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ჩინეთთან. აშშ-ში ვირუსის ძალიან ცოტა შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენ შევთავაზეთ ჩინეთს და პრეზიდენტ სი ძინპინს დახმარება, თუ ეს საჭირო გახდება. ჩვენ განსაკუთრებული ექსპერტები გვყავს“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ გვერდზე.

დატოვე კომენტარი