ანგელა მერკელმა და ვლადიმერ პუტინმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა განიხილეს
ანგელა მერკელმა და ვლადიმერ პუტინმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა განიხილეს

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

კრემლის ინფორმაციით, საუბრის ინიციატორი გერმანული მხარე იყო.

მხარეებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა განიხილეს.

ამასთან, ორი ქვეყნის ლიდერებმა უკრაინის აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე და სირიის ომზე ისაუბრეს.

გერმანიის კანცლერმა და რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ლიბიის კონფლიქტზე და ხაზი გაუსვეს ბერლინის 19 იანვრის კონფერენციაზე მიღწეული შედეგების რეალიზების მნიშვნელობას.

მერკელმა და პუტინმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტა და პოლიტიკური დიალოგის დაწყება.