დიმიტრი პესკოვი - რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები რიგ საკითხებზე შეთანხმების მიღწევამდე შორს არიან
დიმიტრი პესკოვი - რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები რიგ საკითხებზე შეთანხმების მიღწევამდე შორს არიან

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები რიგ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევამდე შორს არიან,- ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

„პუტინმა და ზელენსკიმ დაიწყეს ერთმანეთთან საუბარი, ისინი, რა თქმა უნდა, განსხვავებულ ტერმინოლოგიებს იყენებენ“ ,- განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინი და ვლადიმერ ზელენსკი პირისპირ 15 წუთის განმავლობაში საუბრობდნენ, მათ ხელი შეუშალა საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც ითხოვდა,  საუბარი ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში გაგრძელებულიყო.

ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა პარიზში, სამ წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, 9 დეკემბერს შედგა.