დიმიტრი პესკოვი - უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება დონბასში კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეს აჩენს
დიმიტრი პესკოვი - უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება დონბასში კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეს აჩენს

უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება დონბასში კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეს აჩენს. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

„ეს უკრაინის შიდა საქმეა, თუმცა საარჩევნო პროცესების ფონზე, რა თქმა უნდა, ისეთ ნაბიჯს, როგორიცაა საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აქვს ღია და შეუნიღბავი შედეგი. რამდენიმე რეგიონშიც კი, ასეთი მდგომარეობის გამოცხადებამ შესაძლოა, გააჩინოს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე“, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პარლამენტმა გუშინ მხარი დაუჭირა უკრაინის გარკვეულ ტერიტორიაზე 30 დღის ვადით საომარი მდგომარეობის გამოცხადებას. რეჟიმი 28 ნოემბრიდან ამოქმედდება.

საომარი მდგომარეობის შემოღების მიზეზად უკრაინის პრეზიდენტმა ქერჩის სრუტეში უკრაინული გემების მიმართ განხორციელებული აგრესია დაასახელა.

დატოვე კომენტარი