დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა არ იგეგმება

14:14, 11.10.2018

ინფორმაცია რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების განმეორებითი შეხვედრის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

მისივე თქმით, მოცემულ მომენტში შეხვედრის შესახებ კრემლში არანაირი გეგმა არ არსებობს.

მანამდე გამოცემა Helsingin Sanomat -მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ისევ ფინეთში 2019 წლის დასაწყისში შეხვდნენ.

მსგავსი