დიმიტრი პესკოვი – შესაძლოა, ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა შედგეს

14:06, 01.06.2018

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის შესაძლოა, შეხვედრა შედგეს. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„დიახ, ასეთი შეხვედრა შეიძლება შედგეს, მისი მოდალობისა და თარიღის შეთანხმება დიპლომატიური არხებით გაგრძელდება“, – განაცხადა პესკოვმა.​

შეგახსნებთ, 31 მაისს ფხენიანში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა.

მსგავსი