დიმიტრი პესკოვი - რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს
დიმიტრი პესკოვი - რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკადრო გადაადგილებებს არ გამორიცხავენ. „ვფიქრობ, გადაადგილებებს უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ. მთავრობის ხელმძღვანელის დანიშვნის, ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრებისა და ვიცე-პრემიერების დამტკიცების პარალელურად, არ არის გამორიცხული ცვლილებები პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც“ – განაცხადა ჟურნლისტებთან საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმიტრი პესკოვმა.

7 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, მთავრობა გადადგა. ინაუგურაციის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე დიმიტრი მედვედევის კანდიდატურა წარადგინა. სახელმწიფო სათათბიროში მედვედევის კანდიდატურაზე 8 მაისს იმსჯელებენ.