დიმიტრი პესკოვი -„ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრის საკითხი მოსკოვთან ჯერ არ შეთანხმებულა
დიმიტრი პესკოვი -„ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრის საკითხი მოსკოვთან ჯერ არ შეთანხმებულა

„ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრის საკითხი მოსკოვთან ჯერ არ შეთანხმებულა. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

„ჯერჯერობით რუსულ მხარესთან არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. პაუზა უკვე საგრძნობლად ხანგრძლივია და ის სხვადასხვა პრობლემების ფონზე წარმოიქმნა. ამიტომ დაველოდებით კონკრეტულ ინიციატივებს”,- განაცხადა პესკოვმა.

აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გერმანიის ქალაქ აახენში, გერმანიის კანცლერთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ „ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრა შესაძლოა, უახლოეს მომავალში საფრანგეთში გაიმართოს.

შეგახსნებთ, თებერვალში მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი იყო „ნორმანდიული ოთხეულის” მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, თუმცა ჩაიშალა , რადგან რუსულ მხარეს ამისთვის დრო არ აღმოაჩნდა,