უეფა-მ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონეს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციის შესახებ გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება ევროპის ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩის დროს არგენტინელი მწვრთნელის ქცევას უკავშირდება. დისკვალიფიკაცია ვრცელდება ევროპის ლიგის ფინალზე, რომელშიც 16 მაისს „ატლეტიკო“ „მარსელს“ შეხვდება. სიმეონე მხოლოდ ტრიბუნებიდან შეძლებს გადამწყვეტი მატჩის ცქერას.