ჩემპიონთა ლიგა | დიეგო სიმეონე - საოცრად ძლიერი მეტოქე გულშემატკივრების დახმარებით დავამარცხეთ #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა | დიეგო სიმეონე - საოცრად ძლიერი მეტოქე გულშემატკივრების დახმარებით დავამარცხეთ #1TVSPORT

„ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ინტერთან“ გამართული მატჩი შეაფასა, რომელიც ესპანურმა გუნდმა პენალტების სერიით მოიგო და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

„აღფრთოვანებული ვარ ჩვენი გულშემატკივრებით. ძალიან ემოციური იყო მომენტი, როდესაც სტადიონზე მივედით და ამდენი გულშემატკივარი შეგვეგება.

ჩვენი გულშემატკივრები „ატლეტიკოს“ წარმატებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ, რაც დღეს მთელმა მსოფლიომ ნახა. სწორედ მათი დახმარებით დავამარცხეთ საოცრად ძლიერი მეტოქე“, – მოჰყავს დიეგო სიმეონეს სიტყვები უეფა-ს პრესსამსახურს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა. მეოთხედფინალში კი ყველაზე მეტი გუნდი ესპანეთს ჰყავს – „რეალი“, „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“. მომდევნო ეტაპზე გავიდა ორ-ორი გუნდი ინგლისიდან („მანჩესტერ სიტი“ და „არსენალი“) და გერმანიიდან („ბაიერნი“ და „დორტმუნდი“). საფრანგეთიდან მეოთხედფინალში მხოლოდ პსჟ ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჩემპიონატის რვა საუკეთესო გუნდს შორის ერთი იტალიური კლუბიც ვერ მოხვდა.