ფილიპე ლუიში - სიმეონე თამაშების წინ არასოდეს ახსენებდა მესის სახელით, მხოლოდ „ჯუჯას“ უწოდებდა #1TVSPORT
ფილიპე ლუიში - სიმეონე თამაშების წინ არასოდეს ახსენებდა მესის სახელით, მხოლოდ „ჯუჯას“ უწოდებდა #1TVSPORT

„ატლეტიკოსა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ფილიპე ლუიშმა ილაპარაკა ტაქტიკაზე, რომელსაც მადრიდული კლუბის მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე იყენებდა ლიონელ მესის „ბარსელონას“ წინააღმდეგ.

„მესი – საუკეთესო მოთამაშეა, ვის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია. მე მის ყველა მატჩს ვუყურებდი 2006 წლიდან 2016 წლამდე. ჩემს მწვრთნელს რომ დაეძალებინა მესის წინააღმდეგ თამაში, მე ვერაფრის გაკეთებას შევძლებდი. შეიძლება მის წინააღმდეგ დაცვითი ტაქტიკის მოფიქრება, მაგრამ ის მაინც გააგრძელებს გატანას და შედეგიანი გადაცემების დარიგებას.

არიან მწვრთნელები, რომლებიც ერთ მოთამაშეს აყენებენ მესის წინააღმდეგ, სხვები – ორს ან სამს. „ატლეტიკოში“ სიმეონეს ოთხი ფეხბურთელი გამოყავდა, რომლებსაც თვალი უნდა ედევნებინათ მისთვის.

„ბარსელონასთან“ თამაშების წინ სიმეონე არასოდეს ახსენებდა მას სახელით… მხოლოდ „ჯუჯას“ უწოდებდა, რათა მის წინააღმდეგ თამაშისას, არ შეგვშინებოდა“, – იხსენებს ფილიპე ლუიში.