დიეგო სიმეონე „ატლეტიკოს“ კონტრაქტის გაგრძელებაზე მოელაპარაკა #1TVSPORT
დიეგო სიმეონე „ატლეტიკოს“ კონტრაქტის გაგრძელებაზე მოელაპარაკა #1TVSPORT

„ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე დათანხმდა მადრიდულ კლუბთან თანამშრომლობის გაგრძელებას. ამის შესახებ ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოცხადდება, – ამტკიცებს გამოცემა Relevo. ვარაუდობენ, რომ სიმეონე კიდევ სამი წელი დარჩება „ატლეტიკოში“, ანუ 2026-27 წლების სეზონის ბოლომდე. არგენტინელი სპეციალისტის მოქმედი კონტრაქტი მადრიდელებთან ამ სეზონის შემდეგ იწურებიდა.

სიმეონე „ატლეტიკოში“ 12 წელია, მუშაობს. ამ დროის განმავლობაში გუნდმა ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ამდენჯერვე ევროპის ლიგა და ერთხელ ესპანეთის თასი. გარდა ამისა, სიმეონემ „ატლეტიკო“ ორჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.