ჯოვანი სიმეონემ აღიარა, რომ არ სურს მამის ხელმძღვანელობით თამაში #1TVSPORT
„ნაპოლის“ ფორვარდმა, ჯოვანი სიმეონემ აღნიშნა, რომ მომავალში ისურვებდა ესპანეთის ჩემპიონატში გადასვლას, რათა ახლოს იყოს მამასთან, „ატლეტიკოს“ მთავარ მწვრთნელთან, დიეგო სიმეონესთან, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ არ უნდა მის გუნდში თამაში.
„საბედნიეროდ, წინ კარიერის ბევრი წელია და ვიმედოვნებ, რომ ერთხელაც გადავალ ესპანეთში. იმედია, ერთხელაც, როცა მოვისურვებ მამის ნახვას, არ მომიწევს თვითმფრინავით მგზავრობა.
არ ვისურვებდი მის გუნდში გადასვლას, რადგან რთულია შემადგენლობასთან შერწყმა, როცა მწვრთნელი შენი მამაა. როცა ფეხბურთელები მოისურვებენ მწვრთნელის განხილვას, მე კი გვერდით ვიქნები… არ ვიცი. რთულია გუნდში ფეხის მოკიდება, როცა მწვრთნელის შვილი ხარ. რა თქმა უნდა, მწვრთნელისთვის ეს სიტუაცია მარტივია: თუ შვილი კარგად თამაშობს, მაშინ იქნება მინდორზე, თუ არა – ვერ მოხვდება შემადგენლობაში“, – მოჰყავს უმცროსი სიმეონეს სიტყვები გაზეთ Marca-ს.