ჟოაო ფელიქსი „ატლეტიკოს“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს - სიმეონე არ აპირებს ახალ სეზონში პორტუგალიელის გამოყენებას #1TVSPORT
ჟოაო ფელიქსი „ატლეტიკოს“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს - სიმეონე არ აპირებს ახალ სეზონში პორტუგალიელის გამოყენებას #1TVSPORT

„ატლეტიკოს“ ფორვარდი ჟოაო ფელიქსი ამ ზაფხულს „ჩელსიში“ იჯარიდან მადრიდულ კლუბში დაბრუნდა. დედაქალაქურ კლუბში მთავარ მწვრთნელთან, დიეგო სიმეონესთან უთანხმოების გამო პორტუგალიელს პროფესიული თვალსაზრისით პრობლემები აქვს: ჟოაო ფელიქსი წინასასეზონო მზადების პირველ დღეს ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, იმ დროს, როცა სიმეონე ძირითად გუნდთან ატარებდა მეცადინეობას.

ადრე გახდა ცნობილი, რომ მეშვიდე ნომერი, რომლითაც ფელიქსი „ატლეტიკოში“ თამაშობდა, ანტუან გრიზმანს გადაეცა. ესპანური პრესა დარწმუნებულია, რომ ახალ სეზონში „ატლეტიკო“ არ აპირებს პორტუგალიელის გამოყენებას.