დიეგო კოლასს „ევროპის უნივერსიტეტის“ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
საქართველოში საფრანგეთის ელჩს, დიეგო კოლასს „ევროპის უნივერსიტეტის“ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
დაჯილდოების ცერემონია დღეს „ევროპის უნივერსიტეტში“ ესსეების კონკურსის ფარგლებში გაიმართა.
უნივერსიტეტისა და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსი თემაზე „საქართველოს ევროპული მომავალი“, „ევროპის დღეები 2021“-ის ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ მე-11 – მე-12 კლასის მოსწავლეები, როგორც კერძო, ასევე საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან, საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონიდან.
კონკურსის მიზანს ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი, ევროპულ ოჯახთან საქართველოს დაახლოების მნიშვნელობისადმი ცნობადობის ამაღლება, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, როგორც ევროპული ღირებულებების გააზრება წარმოადგენდა.
სპეციალურად მოწვეული კომისიის ჩართულობით კი გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც „ევროპის უნივერსიტეტისგან“ და საფრანგეთის საელჩოსგან პრიზები გადაეცათ.