დეტროიტის აკვაპარკში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა
დეტროიტის აკვაპარკში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა

აშშ-ში, დეტროიტის აკვაპარკში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა. გავრცელებული ცნობით, მამაკაცმა პარკის ტერიტორიაზე 30-მდე გასროლა განახორციელა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. დაჭრილთა შორის ორი მცირეწლოვანია.

პოლიციამ თავდამსხმელი მოგვიანებით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. მან, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თავდასხმის მოტივი და აკვაპარკთან მისი კავშირი უცნობია, რადგან თავდამსხმელი აღნიშნული ტერიტორიიდან დიდი მანძილის დაშორებით ცხოვრობდა.