„დეტროიტის“ ფორვარდს კორონავირუსი დაუდგინეს
„დეტროიტის“ ფორვარდს კორონავირუსი დაუდგინეს

კორონავირუსის ინფექცია უკვე დაუდასტურდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რამდენიმე კალათბურთელს. პირველი დადასტურებული შემთხვევა რუდი გობერია. მას შემდეგ კორონა ვირუსზე დადებითი ტესტის პასუხი დონოვან მიჩელსაც მოუვიდა.

როგორც ცნობილი ხდება Covid -19 -ის ინფექცია უკვე მესამე კალათბურთელს დაუდგინეს. ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ „დეტროიტის” ფორვარდ კრისტიან ვუდს კორონავირუსი დაუდასტურდა.

წყაროს ცნობით „პისტონსის“ წევრს რამდენიმე დღის წინ კონტაქტი ჰქონდა რუდი გობერთნ, როდესაც „დეტროოიტი“ „იუტას“ შეხვდა.

ვუდი „დეტროიტში“ მიმდინარე სეზონზე მატჩში საშუალოდ 13.1 ქულას და 6.3 მოხსნას აგროვებდა.