ფაჩულია და დეტროიტი ისევ იგებენ [ვიდეო]

NBA-ის რეგულარულის სტარტზე, ზაზა ფაჩულიას „დეტროიტმა“ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და ამაში თავისი წვლილი ზაზამც შეიტანა.

ჩიკაგოში გამართულ მატჩში – ასოციაციის ორგზის ჩემპიონმა ქართველმა ცენტრმა – 5 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ფაჩულიამ ფიცარნაგზე 23 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში, თამაშიდან შვიდჯერ ისროლა და სამწუხაროდ მხოლოდ ერთხელ ჩააგდო. ზაზა შედარებით ზუსტი საჯარიმოს ხაზიდან იყო, საიდანაც  50%-იანი სუზუსტით (3/6) ისროლა. საქართელოს ნაკრების ექს-კაპიტანმა, მეტოქის ფარზე ბურთი ხუჯერ, საკუთარზე კი სამჯერ მოხსნა.

საბოლოოდ „პისტონსმა“ მეტოქე ორი ქულის სხვაობით 118:116 დაამარცხა და ორიდან ორი მოგებით მშვენიერი სტარტი გამოუვიდა. თამაშში რომელიც ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, გამარჯვების მომტანი ორქულიანი, საფინალო სირენამდე ხუთი წამით ადრე სმიტმა ჩააგდო, რომელიც ფარქვეშ კარგად შევიდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დარჩენილ დროში იმავე სმიტმა მეტოქეს სროლის საშუალება აღარ მისცა, როდესაც ზაკ ლავინის გადაცემა ჩაჭრა და „ჩიკაგოელებს“ ბოლო შანსიც მოპარა.

გამარჯვებულთა შორის 33 ქულით საუკეთესო ბლეიკ გრიფინი იყო. მან ქულებთან ერთად 12 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარებაც მოაგროვა.

ამდენივე ქულა ქონდა „ბულსელ“ – ზაკ ლავინსაც.

შემდეგ შეხვედრას ფაჩულია და მისი „დეტროიტი“ 24 ოქტომბერს გამართავავენ – „პისტონსი“ საკუთარ დარბაზში – „ფილადელფიას“ უმასპინძლებს.