საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ათენში ჩავიდა #1TVSPORT

11:10, 23.11.2026

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები საბერძნეთში ჩავიდა. თბილისში გამართული 5-დღიანი შეკრების შემდეგ ალეკსანდარ ჯიკიჩმა ათენში 9 კალათბურთელი იახლა, რომლებსაც სტამბოლში მარკის რიდი შეუერთდა, ხოლო ათენის აეროპორტში – ესპანეთიდან ჩასული ალექსანდრე ფევაძე და რატი ანდრონიკაშვილი. საბერძნეთის დედაქალაქში ჩავა გიორგი კორსანტიაც და გუნდი საბერძნეთის ნაკრებთან თამაშისთვის მზადებას 12 მოთამაშით გააგრძელებს.

გიორგი ოჩხიკიძე, დუდა სანაძე, გიორგი კობახიძე, მათე ყავლაშვილი, კახაბერ ჭინჭარაძე, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი ტურძილაძე, ვილი ისიანი, საბა გიგიბერია, რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი კორსანტია. 3 დღის განმავლობაში – 23, 24 და 25 ნოემბერს ნაკრები ათენში ამ შემადგენლობით ივარჯიშებს, ხოლო 26-ში, საბერძნეთთან მატჩის დღეს, ნაკრებს დუბაიდან გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია შეუერთდება.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ექვსგუნდიან ჯგუფში, უკრაინისა და ესპანეთის შემდეგ, მესამე პოზიციას იკავებს. 8 ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს 5 გამარჯვება აქვს. მსოფლიო პირველობის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები იღებს, შესაბამისად, დარჩენილ ოთხ შეხვედრაში საქართველოს მინიმუმ 2 გამარჯვება სჭირდება, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გავიდეს. საბერძნეთში მატჩიდან 3 დღეში, 29 ნოემბერს, საქართველო თბილისში პორტუგალიას უმასპინძლებს.

2027 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩატარდება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

მსგავსი