გრიფინის 50 ქულა, ფაჩულიას გადამწყვეტი ჩაჭრა და დეტროიტის ზედიზედ მესამე გამარჯვება [ვიდეო]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსმა“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ხუთი გუნდიდან ერთ-ერთია რომელიც NBA-ის მიმდანირე სეზონში ჯერჯერობით უდანაკარგოდაა. დეტროიტელებმა ამჯერად საკუთარ დარბაზში „ფილადელფიას“ უმასპინძლეს და დრამატული შეხევდრა ოვერტაიმში –  133:132 მოიგეს.

მაშინ როდესაც დამატებითი ხუთწუთეულის ბოლო წუთი დაწყო,  128:128-ზე, ზაზამ „ფილადელფიეთა“ კამერუნელ ცენტრს – ჯოელ ემბიდს ბურთი მოპარა და მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მისცა.

ამის შემდეგ, სტუმრები დარჩენილ დროში მაინც დაწინაურდნენ, მაგრამ საფინალო სირენამდე არასრული ორი წამით ადრე, მატჩის მთავარმა გმირმა – ბლიკ გრიფინმა, მეტოქის სამწამიანში შესვლა მოახერხა. ფარქვეშ შესულ გრიფინზე, იმავე ემბიდმა თამაშის წესიც დაარღვია, თან ისე რომ ორქულიანის ჩაგდებაშიც ხელი ვერ შეუშალა და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. გრიფინმა თამაშიდან ორქულიანი აიღო, რასაც საჯარიმოს ხაზიდან ზუსტად შესრულებული ტყორცნაც მოაყოლა და საბოლოოდ, თავის გუნდს, მინიმალური სხვაობით მოაგებინა.

გარდა იმ ერთი ჩაჭრისა რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, ფაჩულიას  მოედანზე გატარებულ 17 წუთში – 2 ქულა და 6 მოხსნაც ჰქონდა. ექვსიდან ოთხჯერ ფაჩულიამ საკითარ ფარზე, ორჯერ კი მეტოქისაზე იმარჯვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბლეიკ გრიფინი იყო, რომელსაც „კარიერის თამაში“ ჰქონდა.

ბლეიკი პირველი კალათბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში 50 ქულიან ზღარს მიაღწია. ქულებთან ერთად გრიფინს 15 მოხსნა, 6 პასი და ერთი დაფარებაც ჰქონდა. ორმაგი დუბლი – 14 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა  „დეტროიტის“ ძირითადმა ცენტრმა – ანდრე დრამონდმა. სტუმართაგან კი ყველაზე შედეგიანი 33 ქულით, 11 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით ჯოელ ემბიდი იყო.

ამ გამარჯვების შემდეგ „პისტონსი“ იმ ხუთ გუნდშია, რომლებსაც ჯერ თამაში არ წაუგიათ. „დეტროიტის გარდა, სამიდან სამი მოგებით დასავლეთში „ნიუ ორლეანი“ აღმოსავლეთში კი, ზაზას ყოფილი გუნდი  – „მილოუკი ბაქსია“. ოთხიდან ოთხი მოგება კი მხოლოდ ორ გუნდს – „ტორონტოსა“ და „დენვერს“ აქვთ.

ზაზა და „დეტროიტი“ მორიგ შეხვედრას ზეგ დილით, ისევ საკუთარ არენაზე – „კლივლენდ კავალიერსთან“ გამართავენ.