დანია-ფინეთის მატჩი შეწყდა - კრისტიან ერიკსენი კლინიკაში გადაიყვანეს
დანიისა და ფინეთის ნაკრებების მატჩი 42-ე წუთზე შეწყდა. მარცხენა ფლანგზე ბურთის მიღების შემდეგ დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი შეუძლოდ გახდა და მოედანზე დაეცა.
მასთან წამიერად გაჩნდა სამედიცინო პერსონალი. რამდენიმე წუთში ის კოპენჰაგენის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ვრცელდება ფოტო, რომელზეც ფეხბურთელი მოედნიდან გონსმოსული გაჰყავთ. თუმცა მის ჯანმრთელობაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.