დანია-ფინეთის მატჩი შეწყდა – კრისტიან ერიკსენი კლინიკაში გადაიყვანეს

21:09, 12.06.2021

დანიისა და ფინეთის ნაკრებების მატჩი 42-ე წუთზე შეწყდა. მარცხენა ფლანგზე ბურთის მიღების შემდეგ დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი შეუძლოდ გახდა და მოედანზე დაეცა.

მასთან წამიერად გაჩნდა სამედიცინო პერსონალი. რამდენიმე წუთში ის კოპენჰაგენის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ვრცელდება ფოტო, რომელზეც ფეხბურთელი მოედნიდან გონსმოსული გაჰყავთ. თუმცა მის ჯანმრთელობაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

მსგავსი