„ინტერი“ უეფა-სგან 3 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციას მიიღებს ევრო 2020-ზე კრისტიან ერიქსენის გულის გაჩერების გამო #1TVSPORT
„ინტერი“ უეფა-სგან 3 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციას მიიღებს ევრო 2020-ზე კრისტიან ერიქსენის გულის გაჩერების გამო #1TVSPORT

უეფა-მ მილანის „ინტერს“ ფულადი კომპენსაცია გადაუხადა იმის სანაცვლოდ, რომ ევრო 2020-ზე კრისტიან ერიქსენს გულის შეტევა დაემართა, – წერს გამოცემა Calciomercato.

ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩის 43-ე წუთზე დანიელ ნახევარმცველს გული გაუჩერდა. ერიქსენმა სარეაბილიტაციო კურსი გაიარა და გამოჯანმრთელდა. მოგვიანებით, მას სხეულში გულის დეფიბრილატორი ჩაუყენეს, რის გამოც მან იტალიაში კარიერის გაგრძელება ვერ შეძლო.

ერიქსენმა „ინტერი“ 2021 წლის დეკემბერში დატოვა და „ბრენტფორდს“ შეუერთდა, სადაც სეზონის ბოლომდე ითამაშა, ამა წლის ზაფხულში კი უფასოდ გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ და მასთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

წყაროს ცნობით, უეფა „ინტერს“ დაახლოებით სამ მილიონ ევროს გადაუხდის ერიქსენის გულის გაჩერების სანაცვლოდ, რადგან ნახევარმცველი უეფა-ს ეგიდით თამაშობდა, როცა ეს ინციდენტი მოხდა და ფეხბურთელი მილანური კლუბის წევრი იყო.