ემა რადუკანუ ბრიტანეთის წლის სპორტსმენი გახდა #1TVSPORT
ემა რადუკანუ ბრიტანეთის წლის სპორტსმენი გახდა #1TVSPORT

19 წლის ჩოგბურთელი, 2021 წლის აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებული ემა რადუკანუ BBC-ის ვერსიით წლის სპორტსმენი გახდა.

რადუკანუ პირველი ბრიტანელი ქალი ჩოგბურთელია ბოლო 44 წლის განმავლობაში, რომელმაც „დიდი სლემის“ ტურნირზე გამარჯვება მოახერხა.

BBC-მ წლის გუნდად ინგლისის საფეხბურთო ნაკრები დაასახელა, რომელმაც ევრო 2020-ზე მეორე ადგილი დაიკავა, წლის მწვრთნელად კი ამ გუნდის დამრიგებელი – გარეტ საუტგეიტი აღიარა.

ბრიტანეთის წლის საუკეთესო სპორტსმენს BBC 1954 წლიდან ირჩევს. შარშან ეს პრიზი ფორმულა 1-ის პილოტმა ლუის ჰემილტონმა მოიპოვა.