კრისტიან ერიქსენი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს გეგმავს - გული ყველა მეთოდით შეამოწმეს და ყველაფერი წესრიგშია #1TVSPORT
კრისტიან ერიქსენი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს გეგმავს - გული ყველა მეთოდით შეამოწმეს და ყველაფერი წესრიგშია #1TVSPORT

დანიელმა ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა, რომელმაც ევრო 2020-ის დროს გულის შეტევა გადაიტანა, საკუთარ მდგომარეობაზე ილაპარაკა.

„მინდა ფეხბურთის თამაში. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა გავაკეთო ეს.

ვიგრძენი, რომ ინტერვიუს მიცემის დრო მოვიდა, რადგან ვიცი, რა მინდა. მინდა ვითამაშო. არანაირი პრობლემა აღარ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ გული ყველა შესაძლო მეთოდით გამოიკვლიეს. ექიმებმა მითხრეს, რომ ყველაფერი წესრიგშია. ასე რომ, სიტუაცია სტაბილურია და ეს მწვანე შუქია ჩემთვის ფეხბურთში დასაბრუნებლად.

ჩემი მიზანია – ვითამაშო 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე. ყოველთვის ეს იყო ჩემი სამიზნე. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ვიმედოვნებ, რომ მე ამას მოვახერხებ. დიახ, ერთია ნაკრების შემადგენლობაში მოხვედრა და მეორე – საერთოდ იმის გაგება, როგორ დაბრუნდე ფეხბურთში. მე შემიძლია დაბრუნება“, – განაცხადა ერიქსენმა.