ერიქსენი „ტოტენჰემში“ დაბრუნებას დათანხმდა #1TVSPORT
ერიქსენი „ტოტენჰემში“ დაბრუნებას დათანხმდა #1TVSPORT

„ბრენტფორდის“ ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი დათანმდა ამ ზაფხულს „ტოტენჰემში“ დაბრუნებას, – წერს გამოცემა Todofichajes.

30 წლის დანიელი ლონდონურ კლუბში 2013-20 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც „ინტერში“ გადავიდა.

კრისტიან ერიქსენმა, რომელმაც ევრო 2020-ის დროს, დანია-ფინეთის მატჩისას, გულის შეტევა გადაიტანა, იანვარში „ბრენტფორდთან“ გააფორმა ექვსთვიანი კონტრაქტი. ამ გუნდის რიგებში მან ექვსი მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.ს