დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებულ ყოფილ სამართალდამცველს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
არასრულწლოვნის დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებულ ყოფილ სამართალდამცველს, კონსტანტინე ქოჩიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მადონა მაისურაძემ მიიღო.
ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს. სასამართლო სხდომაზე მან განაცხადა, რომ პროკურატურა მედიის ზეწოლის ქვეშაა და მიმდინარეობს პოლიციელების მიზანმიმართული დისკრედიტაცია.
პროკურატურა ბრლდებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს მოთხოვნით მიმართავდა სასამართლოს.
არასრულწლოვნის დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელი 28 მაისს დააკავეს.