რუსთავში, მტკვარში მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს   
რუსთავში, მტკვარში მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს  

რუსთავში, მდინარე მტკვარში 13 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.

საძიებო სამუშაოებში 20-მდე მეხანძრე-მაშველი და მყვინთავები იყვნენ ჩართული. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ჯებირიდან გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი